LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ზარქუა: „არა რუსულ კანონს! დიდი და მკაფიო კი – ევროპას!“

305
nini zarqua

„არა რუსულ კანონს! დიდი და მკაფიო კი – ევროპას!“ – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას და, დიზაინერი ნინა ზარქუა საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელმაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაპატიჟა.

ირაკლი ზარქუა: „მინდა, ხალხს ვუთხრა – მომავალშიც, როცა აქციები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ“

„მე ვარ ევროპული გზის , ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს! დიდი და მკაფიო კი ევროპას! 🇬🇪🤝🇪🇺💙💙💙“, – დაწერა ნინა ზარქუამ ინსტაგრამზე 3 კვირის წინ.

მოგვიანებით დიზაინერმა ამჯერად, საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა პოსტი მის კომენტართან დაკავშირებით:

„ყველასთვის მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: დიახ, არა რუსულ კანონს!! კი- ღირსებას!!კი – გამჭვირვალობას და კი – ევროკავშირს!! წერტილი!“, – წერს ნინი ზარქუა.

ამ ნაც- პოლიტიკოსს, ჩემი კომენტარი აუღია და პროვოკატორობს თურმე😁😂🙈თან ეს ვინმე კანდელაკი ის კაცი ყოფილა ვისაც …

Posted by Nini Zarqua on ხუთშაბათი, 30 მაისი, 2024

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტს, უმრავლესობამ 28 მაისს, პროტესტის ფონზე, 84 ხმით დაუჭირა მხარი.

ზარქუა: „ამ უსამშობლოებმა და ხელმოცარულებმა ხალხი შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, ვაკონკრეტებ, კანონპროექტი არ ეხება სტუდენტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ პირებს და არცერთ ფიზიკურ პირს“

magti 5g