მერიამ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. აღნიშნულს ჟურნალისტი დათო გორგილაძე სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ნინიას გათავისუფლების წერილმა (რომელშიც კომედიური ჟანრის სისულელე და გალაქტიკური მასშტაბის ტყუილი წერია) 5 ადამიანის ხელში გაიარა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო გორგილაძე წერს.
„ამათგან სამს კარგად ვიცნობ. ორს უწინ მეგობარი ერქვა.
გეტყვით, რა მოხდება:
„ქართული ოცნება“ რომ ქართველ ხალხთან ბრძოლას წააგებს, შავი საქმის მკეთებლები დაიწყებენ თავის უდანაშაულოებად წარმოჩენას, რომ ჩვენ „რომ არა, იციით … ჩვენ არასდროს… ჩვენ პირიქით…“
ჰოდა, არ გამოგივათ ეგ.
მაგის გარანტიას მე გაძლევთ, რომ პირადად თქვენი მამხილებელი ვიქნები სანამ ცოცხალი ვარ.
და რომ აღარ ვიქნები, მაგ დროისთვის წინასწარ დავიჭერ თადარიგს, რათა თაობიდან თაობას…“, – წერს დათო გორგილაძე.