LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დროებით შეჩერებულია – თბილისის მერია

831

ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დროებით შეჩერებულია.

ამის შესახებ “ფორტუნას” თბილისის მერიაში  მას შემდეგ განუცხადეს, რაც “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა, სოციალურ ქსელში ჟვანიას ქუჩაზე მდებარე მთის ფოტო და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ფოტოები და ინფორმაცია გამოაქვეყნა.

თბილისის მერიის განმარტებით, “ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა დროებით შეჩერებულია”.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც მთის ფერდობზე მიწის სამუშაოები საკითხის საბოლოო შესწავლამდე შეჩერდა.

“ნინო ჟვანიას ქუჩაზე არსებულ მთის ფერდობზე, მიმდინარე მიწის სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებით შეაჩერა. ამ ეტაპზე ხორციელდება ობიექტის შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი, კანონისმიერი გადაწყვეტილება,” – განაცხადეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.