მომღერალი ნინო ძოწენიძე სოციალურ ქსელში მოსამართლეებთან დაკავშირებით რესტორან „ბაბილოსთან“ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ყოველივეს აცილება შეიძლებოდა:
„ხომ შეიძლებოდა გუშინ ამ ყველაფრის აცილება?! რატომ ასხამთ ცეცხლზე ნავთს?!?! ანუ ამდენი ახალგაზრდა ციხეში გამოკეტეთ და ახალ წელს ამ ახალგაზრდების დედებს ტირილში გაატარებინეთ და შენ გინდა ისე იქეიფო, რომ არ შეწუხდე?!?! ეგრე არ გამოვა, არა!.. მეც არ მომწონს და ცუდი სანახავია ამ ხნის ადამიანზე კვერცხების სროლა თავში, მაგრამ რატომ გადაგყავთ ხალხი ჭკუიდან, რატომ?! შენი შვილი რომ დაეჭირათ და მეორე დღეს ექეიფათ, შენც იმავეს იზამდი, ვინც ამას კითხულობ და არ მეთანხმები, დამიჯერე…“
ხომ შეიძლებოდა გუშინ ამ ყველაფრის აცილება?! რატომ ასხამთ ცეცხლზე ნავთს?!?!😞 ანუ ამდენი ახალგაზრდა ციხეში გამოკეტეთ და…
Posted by Nino Dzotsenidze on Sunday, January 12, 2025