LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო იოსელიანი: „რაც ქმარს გავშორდი, შეყვარებულიც ვიყავი და გატაცებაც მქონდა…“

729
ninoioseliani2710

ქართული მოდის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ნინო იოსელიანი 16 წლის ალექსანდრეს და 15 წლის ლუკას დედაა. ქმარს, რომელთან ერთადაც ესპანეთში ცხოვრობდა, 9 წლის წინ გაშორდა.

თავის საქმიან და პირად ცხოვრებაზე ნინო ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და პასუხობს კითხვას, რატომ არ გათხოვდა მეორედ.

ნინო იოსელიანი:

„9 წელია, რაც ქმარს ვარ გაშორებული. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში მქონია გატაცება, შეყვარებულიც ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც ერთხელ დაგენგრევა ოჯახი, მეორედ შექმნა რთულია, ამ დროს ბევრს ფიქრობ. დარწმუნებული ვარ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ამას გადამაწყვეტინებს. ყოველ შემთხვევაში, არ ვფიქრობ, რომ ოჯახს მეორედ არ შევქმნი. მთავარია, იყოს ძალიან ძლიერი სიყვარული. როგორც ჩანს, ამ 9 წლის განმავლობაში ასეთი გრძნობა არ ყოფილა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g