LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინო იოსელიანი: „ჩაცმის გამო მნიშვნელოვან შეხვედრაზე დამიგვიანია… ჩემი კვების მთავარი პრინციპია დღეში ოთხჯერ ჭამა…“

213
ნინო იოსელიანი

„დღის პოსტის“ ეთერში თავის მოვლის და სტილის შესახებ ბიზნესლედი ნინო იოსელიანი საუბრობს.

„ადრეულ ასაკში მნიშვნელოვან შეხვედრაზე დამიგვიანია, როდესაც არ ვიყავი ჩამოყალიბებული, რა მინდოდა, არ ვიყავი საკუთარ თავში დაჯერებული, დამიწუნია ტანსაცმელი და დამიგვიანია. რაც დრო გადის, უფრო მეტი გამოცდილება მაქვს და უფრო მეტი თავდაჯერება. თუ მაქვს შეხვედრა, წინა საღამოს, ძილის წინ, უკვე თავში მაქვს ფოტოებად, რა შეიძლება ჩავიცვა. როცა იცი, რომ მეორე დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ძილის წინ უნდა წარმოიდგინო შენი თავი და არსად დააგვიანებ… ამერიკაში რომ ვსწავლობდი, 16 წლის ასაკიდან, დავიწყე ჯანსაღი ცხოვრების წესში გარკვევა. მას შემდეგ, ყოველთვის ვცდილობ, ვჭამო ჯანსაღი საკვები და ვივარჯიშო. თუ ვერ ვახერხებ და ვერ მივდივარ დარბაზში, დავდივარ ფეხით ან დავრბივარ. ყოველდღიურად ვარ დაკავებული ფიზიკური აქტივობით… თუ ეს შენი ყოველდღიურობა არ გახდა, 40 წლის ასაკის შემდეგ რთულია ფორმის შენარჩუნება. 40 წლის შემდეგ, რაც უნდა გენეტიკა გქონდეს, თუ არ ივარჯიშებ და ჯანსაღად არ იკვებები, ძალიან რთული იქნება… ჩემი კვების პრინციპია დღეში ოთხჯერ ჭამა, ცოტ-ცოტა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g