საშა კაცმანის პოდკასტსის გასულ ეპიზოდს ჟურნალისტი და ანტერპრენერი, ნინო ხაჟომია სტუმრობდა.
ნინო ხაჟომიამ „კაცმანის სხვა პოდკასტში“ კიბოს დიაგნოზსა და საკუთარ გამოცდილებაზე ღიად და ვრცლად ისაუბრა.
ამავე პოდკასტში ნინო ხაჟომიამი აღნიშნა, რომ ცხოვრებაში კანონზომიერების გარეშე არაფერი ხდება და რომ ეს „ვირუსიც“ კანონზომიერებაში ჯდება, რომელმაც რაღაც უნდა ასწავლოს:
„ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ამას არასოდეს ვამჟღავნებ. ვკლავ, სადღაც ვაგდებ, უკან. არაფერი არ ხდება ცხოვრებაში კანონზომიერების გარეშე, ეს ჩემი „ვირუსიც“ კანონზომიერებაში ჯდება. რაღაც უნდა მასწავლოს. ჩემს შვილებს ვეფერებოდი როცა ეძინათ, არ ვაძლევდი ემოციებს გამოხატვის საშუალებას.
ცხოვრებაში ალბათ, უხეში, არარომანტიკული, დამოუკიდებელი ქალის პერსონაჟი ვიყავი, ჩემმა სხეულმა როგორც კი უარი თქვა ამ პერსონაჟის თამაშზე იმ წუთას გაჩნდა კიბო…
რაში მჭირდებოდა პოპულარობა, რა, ბომონდურ „ტუსოვკებზე“ დავდიოდი, პრეზენტაციებზე? როგორი დროის ხარჯვაა, სხვა რამით ჩაანაცვლე; იოგით დაკავდი; ერთი ფურცლით მეტი წაიკითხე, ერთით მეტი ენა ისწავლე. ამას ახლა ვხვდები. ორ თვეში ტვინმა დაისვენა…
ერთადერთი რაზეც ჩავიციკლე: [რასაც ყურადღებას არ ვაქცევდი] გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, როგორი კარგი კომბინეზონი მეცვა, ვიდრე როგორ ჯანსაღ საჭმელს ვჭამდი. ახლა ჩატჯიპიტის ვეკითხები: ეს რომ შევჭამო შეიძლება?
მე ორივე მკერდი მოვიკვეთე, ე.წ ანჯელინა ჯოლის ოპერაცია გავიკეთე, არაფერი დავიტოვე, იმაზე შიშით, რომ არ მინდა მთელი ცხოვრება ჩავსვა ჩარჩოში, რომ რეციდივის შიშით ვიცხოვრო, რეციდივის მინიმალიზაცია გავაკეთე ასეთი რადიკალური მეთოდით, თუმცა ამის საჭიროება არ იყო“, – აღნიშნა ნინო ხაჟომიამ.