LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ხარატიშვილი: „2 ქალიშვილი მყავს… არ მსურს, მათი მომავალი თქვენნაირი რეგრესული, მიზოგინური, ფულზე დახურდავებული ოპორტუნისტების ხელში განვათავსო! – შეწყვიტეთ ქალების და უმცირესობების ინსტუმენტალიზაცია!“

266
ნინო ხარატიშვილი

„მე 2 ქალიშვილი მყავს, რომლებსაც სწორედ რომ ქართველებად ვზრდი და რომლებსაც ძალიან მსურს, ჩემთვის ძვირფასი: ენაც, კულტურაც და ფასეულობებიც ჩავუნერგო“, – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ნინო ხარატიშვილი და აღნიშნული პოსტით „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტს კიდევ ერთხელ ეხმაურება:

„არ მსურს, მათი მომავალი თქვენნაირი რეგრესული, მიზოგინური, ფულზე დახურდავებული ოპორტუნისტების ხელში განვათავსო! და გარდა იმისა, რომ #არარუსულკანონს, შეწყვიტეთ ქალების და უმცირესობების ინსტუმენტალიზაცია!

21-ე საუკუნეა და რაც არ უნდა წარსულში გვაბრუნოთ, დრო მაინც მალე მოგიკაკუნებთ! და სანამ ეს მოხდება, იქნებ სიტყვა „სიწმინდე” მაინც აღარ ახსენოთ! იმიტომ, რომ რასაც თქვენ „სიწმინდეში“ გულისხმობთ, თქვენი შექმნილი აწმყო და ჭაობია, რომელშიც ცხოვრება არც ქალებს აღარ გვსურს, არც კაცებს, აღარც ბავშვებს და აღარც „ძვირფას მგზავრებს“. – წერს ნინო ხარატიშვილი.

დათო გორგილაძე: „როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ევროპა ჩვენც გვინდა, მაგრამ…“ აი, რას გულისხმობენ: მართლაც უნდათ, ოღონდ საკუთარი თავისთვისა და მათი ოჯახებისთვის. ქვეყნისთვის – არა“

magti 5g