გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის მორიგი ახალი რომანი „უკმარი სინათლე“ „ბერლინალემ“ 10 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა. ამის შესახებ ახლახან გახდა ცნობილი.
„წიგნები ბერლინალეზე“ 14-15 თებერვალს გაიმართება. მისი მიზანია, ფილმისა თუ სცენარისთვის საუკეთესოდ მიჩნეული ახალი წიგნები გამომცემლებმა და ლიტერატურულმა აგენტებმა დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგინონ.