თვითნასწავლი დიზაინერი ნინო ლაბაძე მომხმარებელს სამედიცინო აქსესუარებს სთავაზობს. როგორც „ფორუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, ის „ბრელოკებს“, ბროშებს, ჭიქებს, ბლოკნოტებს, კედლის სურათებსა და სხვადასხვა დეკორატიულ ნამუშევრებს ქმნის.
დიზაინერი ახალი კოლექციისთვის ემზადება, უახლოეს მომავალში კი მაღაზიის გახსნასაც გეგმავს. მსურველებს ნინო ლაბაძის პროდუქციის შეძენა 3.5–15 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
„ვფიქრობ ორიგინალურ და საინტერესო ნივთებს ვქმნი, მასალად ხელოვნურ თექასა და ტყავს ვიყენებ, თუმცა უახლოეს მომავალში ატლასის და ხავერდის გამოყენებაზეც ვფირქობ. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რამდენიმე კონგრესში მივიღე მონაწილეობა და ამ ეტაპზეც მაქვს შემოთავაზებები“, – განაცხადა ლაბაძემ.
ნინო ლაბაძის მიერ შექმნილი სამედიცინო აქსესუარების შეკვეთა Facebook–ის გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი. შეკვეთიდან 2 დღეში კი სასურველი ნივთი მზადაა. (https://www.facebook.com/Chipos.Accessories/timeline )