LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლაცაბიძემ ლეგენდარულ ძიუდოისტს შოჰეი ონოს, რუსთავის სპორტის სასახლე დაათვალიერებინა

183
ნინო ლაცაბიძე

რუსთავის სპორტის სასახლე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისთვის – ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის შოჰეი ონოს მასტერკლასისთვის ემზადება.

მასტერკლასამდე ორი დღით ადრე, იაპონელი სპორტსმენი, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს და საქართველოს პარლამენტში რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატს ირაკლი შატაკიშვილს შეხვდა.

ნინო ლაცაბიძემ, შოჰეი ონოს სპორტის სასახლე და მუზეუმი დაათვალიერებინა.

„რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას უმასპინძლებს. ლეგენდარული ძიუდოისტი შოჰეი ონო ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ჩაუტარებს მასტერკლასს. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა მათთვის იქნება დიდი მოტივაცია, რომ გააგრძელონ სპორტული კარიერა და ძალიან ბევრი გამარჯვება მოიპოვონ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, რუსთავის სპორტის მუზეუმს ხელმოწერილი კიმონო დაუტოვა.

შოჰეი ონოს მასტერკლასი, რუსთავის სპორტის სასახლეში, 24 მარტს 14:00 საათიდან დაიწყება. მასტერკლასი უფასოა და მასზე დასწრება, საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელ სპორტსმენებს შეუძლიათ.

„საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ვიცი ამ ქვეყნის კავშირის შესახებ ძიუდოსთან. ჩემთვის საინტერესოა ძიუდოს ქართული სტილი, დიდი ხანია მინდოდა აქ ჩამოსვლა. ვფიქრობ, რომ საინტერესო და ხალისიანი დღე გველოდება“, – განაცხადა შოჰეი ონომ.

იაპონელი ძიუდოისტი საქართველოში, ვეტერანი ძიუდოისტების ვარლამ ლიპარტელიანის და ავთანდილ ჭრიკიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

მსოფლიო ვარსკვლავი ძიუდოში, თბილისის გრანდ სლემსაც დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g