LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია: თეთრიწყაროს სასამართლომ 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები გააბათილა – უნდა მივიდეთ სააპელაციო სასამართლოებთან და მოვითხოვოთ იმ უბნების გაბათილება, სადაც საჩივრები გვაქვს დაწერილი!

168
ნინო ლომჯარია

თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო!, – ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საიას სარჩელთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს „ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია.

„ძალიან მაგარი ამბავი! თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე (30 უბანი) შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ყველა ელექტრონულ უბანზე ასე უნდა მოხდეს, სადაც ბიულეტენი ლანდავდა“, – წერს ლომჯარია „ფეისბუქზ“.

მისივე თქმით, ახლა სააპელაციო სასამართლოებთანაც უნდა იყოს შესაბამისი მოთხოვნა.

„ახლა ყველანი უნდა მივიდეთ სააპელაციო სასამართლოებთან და მოვითხოვოთ ყველა ელქტრონული უბნის გახსნა და ბიულეტენების შემოწმება და იმ უბნების გაბათილება, სადაც საჩივრები გვაქვს დაწერილი!“, – წერს ლომჯარია.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს, ყველაფერი გაუქმდა, დაახლოებით 30 საარჩევნო უბანი – სასამართლომ დაადასტურა, რომ ფარულობა ირღვეოდა

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g