LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მუმლაძე: 38 წლის ასაკში ფიზიოლოგიური მშობიარობა გავრისკე…“ – რატომ დაარქვა შვილს „ჰარი პოტერის“ გმირის სახელი

590
ნინო მუმლაძე

ნინო მუმლაძე და მისი მეუღლე, გუგა გოგინაშვილი ბიჭის მშობლები გახდნენ. მსახიობი დედობის ახლად შეძენილ ემოციებზე ჟურნალ „სარკის“ ახალი ნომერში საუბრობს.

„ჩემი ახალშობილი არის რონი გოგინაშვილი. ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, რა დაგვერქმია ჩვენი შვილისთვის… ბოლოს მამიკომ მოიფიქრა ეს სახელი. ეს არის ინგლისური სახელი, თან, ჩემი მეუღლის ბავშვობის საყვარელი ნაწარმოების გმირის, ჰარი პოტერის საუკეთესო მეგობარს ჰქვია. ჩემს მეუღლეს უნდოდა, ისეთი სახელი დაგვერქმია, რომელიც ძალიან გავრცელებული არ იქნებოდა…

ყველა მეუბნებოდა, არ გარისკო ფიზილოგიურად მშობიარობა, 38 წლის ასაკში პირველი მშობიარობისთვის ჯობია საკეისრო გაიკეთოო, მაგრამ ექიმს ვენდე და ეს არჩევანი გავაკეთე…

ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ. იმის გამო, რომ მსგავსი გამოცდილება არ მაქვს, ყველაფერს მძაფრად აღვიქვამ. საკუთარ თავთან მაქვს კითხვები, რამდენად სწორად ვაკეთებ, რაც ბავშვს ეხება, დედობის პირველი ეტაპი მართლა ძალიან რთულია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g