ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე მამა ანდრიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
გთავაზობთ მის სტატუსს:
,,ეკლესიის თემაზე პოსტებს ზოგადად ვერიდები, ვაღიარებ, აგნოსტიკი ვარ, მაგრამ პიროვნულად მინდა 2 სიტყვა ვთქვა მამა ანდრიაზე (ერისკაცობაში ზვიად ჯაღმაიძე), ჩემი მეზობელი იყო, არაჩვეულებრივი მშობლების შვილი, თუ არ ვცდები ერთი ფიზიკოსი იყო თსუ-ში, მეორე მათემატიკოსი, ზვიადი კი კომაროველი და მასაც მათემატიკური აქვს დამთავრებული, ძალიან კარგი ბიჭი , დღესაც იმ მამისეულ სახლში ცხოვრობს და , როგორც მითხრეს დანჭყრეული მანქანით დადის, და როგორც დედაჩემი ამბობს, არანაირი ქონება არ შეუძენია.ხომ იცით, მეზობლებს არაფერი გამოეპარებათ?? გარდაცვლილი მამაჩემიც მან აზიარა, რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ. ეს ისე დავწერე, განსჯისთვის”