LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე: „მოიმღერმოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“

268
ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ნადირაძე საზოგადოების გარკვეული ნაწილის განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსეთისკენ მივექანებით.

„ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მე ვკლავდი, ვწამლავდი, ვარჩენ დემენციას, მალაბსორბციას, დღეს მიმტკიცებენ, რომ რუსეთისკენ მივექანებით, ხვალ, თუ დაგჭირდათ, პუტინსაც აკოცებთ ერთ ადგილზე, ბევრჯერ მინახავს ეს, მოიმღერმოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ, პარტმუშაკი წინაპრების ფოტოებს გახედავენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე,“- წერს ნინო ნადირაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები