LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ „იშოვება“, ამიტომ არ გამკვირვებია ეს არჩევანი“ – ნინო ნადირაძე მიხეილ ყაველაშვილზე

798
თეონა აქუბარდია (5)

კლინიკის „ვივამედი“ დირექტორი ნინო ნადირაძე რამდენიმე საკითხს, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ფეისბუქში ეხმაურება.

„1. სა­ერ­თოდ არ ვემ­ხრო­ბი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის იდე­ას, რუ­სუ­ლი მო­დე­ლია, ვემ­ხრო­ბი და­სავ­ლურს, სა­დაც სკო­ლა­ში ყვე­ლა სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბით და და­ხა­სი­ა­თე­ბით აგ­რძე­ლებ სწავ­ლას ამა თუ იმ უნი­ში.

2. ასე­ვე, არ მომ­წონს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი, გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, ად­რეც დავ­წე­რე. რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­დატს, დიპ­ლო­მე­ბი ოხ­რა­დაა, ერ­თგუ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ „იშო­ვე­ბა“, ამი­ტომ არ გამ­კვირ­ვე­ბია ეს არ­ჩე­ვა­ნი“ – წერს ნინო ნადირაძე და ყოფილ პრეზიდენტებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

მამუკა მდინარაძე – „მიშა მაგარია!“

თეონა აქუბარდია: „ვერ იქნება ვერანაირი პრეზიდენტის არჩევა ლეგიტიმური მაშინ, როდესაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია პარლამენტს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g