LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე: „მოგვპარეს ხმები, გაგვიყალბეს ჩვენი არჩევანი… ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პარლამენტში შეიპარონ“

248
ნინო ქათამაძე

„ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პარლამენტში შეიპარონ“ – ამის შესახებ მომღერალმა ნინო ქათამაძე ნინო ქათამაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას განაცხადა.

„მოგვპარეს ხმები, გაგვიყალბეს ჩვენი არჩევანი, დღეს თუ სადმე უნდა იყოს ადამიანი და გააჩნია პროტესტი, ეს არის რუსთაველზე, რადგან დუმილს ამ დროს იყენებს ხელისუფლება… ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პარლამენტში შეიპარონ“ – განუცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ნინო ქათამაძემ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე გაშლილია კარვები.

თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები.

ინფორმაციისთვის, დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

„ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხვალ პარლამენტში შეიპარონ“ — ნინო ქათამაძე „ოცნებაზე“

„ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხვალ პარლამენტში შეიპარონ“ — ნინო ქათამაძე „ოცნებაზე“

Posted by Formula • ფორმულა on კვირა, 24 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g