ნინო ქათამაძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას ფონდთან დაკავშირებით, რომელიც მისი სახელით და მოხალისეების ჩართულობით, უკრაინელების დასახმარებლად გაერთიანდება.
გთავაზობთ ნინო ქათამაძის ვრცელ განცხადებას სრულად:
„როდესაც ყველაზე დიდი ტრაგედიები ხდება, ჩვენ, ადამიანები, რიგითი მოქალაქეები ვაერთიანებთ ჩვენ ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ. უკრაინიდან ომს იძულებით გამოქცეულ ადამიანებს სჭირდებათ როგორც თავშესაფარი და პირველადი დახმარება, ისე ახალ რეალობასთან ადაპტაცია და მათთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ახლიდან დაწყება. ის, თუ რამდენად რთული ან მარტივი იქნება ეს პროცესი, დამოკიდებულია არა მხოლოდ მათ, არამედ ჩვენს ძალისხმევაზეც. ჩვენ, მოხალისეები, საკუთარი ძალებით მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინის მოქალაქეებს.
ჩვენთან დასაკავშირებლად დარეკეთ ნომრებზე:
+995595452023
+995591452023
ჩვენ უკრაინის მოქალაქეებს დავეხმარებით საკუთარი პროფესიის, კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამისი სამსახურის მოძებნაში, დასაქმებულების უფლებების სამართლებრივ დაცვაში და ქართულ საზოგადოებაში რესოციალიზაციის პროცესში.
პროექტი ხორციელდება მოხალისეების მხარდაჭერით. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დევნილობა, საკუთარი სახლის დაკარგვა და ცხოვრების ახლიდან დაწყება. საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს ეს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს დავეხმაროთ ამ ტვირთის შემსუბუქებაში.
ჩვენი სოციალური გვერდია:
ინსტაგრამი
@nino_katamadze_foundation
ფბ
Nino_Katamadze_Fund
დიდი მადლობა“.
ნიკოლოზ რაჭველი ნინო ქათამაძესა და ორკესტრთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებს შეასრულებს