LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი ნინო ქათამაძესა და ორკესტრთან ერთად საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებს შეასრულებს

637
rachveliqattamadze

ნიკოლოზ რაჭველი დღეს, 24 თებერვალს, საღამოს 5 საათზე, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მუსიკალურ ღონისძიებას უკრაინის მხარდასაჭერად გამართავს. ამის შესახებ მაესტრო თავად წერს სოციალურ ქსელში:

„დღეს, 5 საათზე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სარეპეტიციო სივრციდან უკრაინელი ხალხის, ჩვენი კოლეგების, მეგობრების და მათი სუვერენული სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოსახატავად შევასრულებთ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებს.

უკვე შემოგვიერთდა უკრაინელების უსაყვარლესი არტისტი ნინო ქათამაძე და ჩემს კოლეგებს შორის ვისაც ექნება დრო და სურვილი ამ პატარა, მაგრამ გულიან აქციას შემოუერთდეს, შეუძლია გვეწვიოს აღმაშენებლის 182-ში (ყოფილი მუსკომედიის და ამჟამად საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობა).

პატივისცემით, ნიკოლოზ რაჭველი

მშვიდობა და სოლიდარობა უკრაინას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები