LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინო ქათამაძე: „ჩემს შვილთან ერთად ვიმგზავრე, როცა ის იყო 7 წლის… სცენაზე ვიდექი და ვტიროდი, რადგან ვერ ვნახე, ჩემმა შვილმა როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები… ძიძა ზრდიდა და მამა იყო მასთან… ამ სიცარიელეს ვერაფერი გივსებს…“

370
ნინო ქათამაძე

საშა კაცმანის პოდკასტში ნინო ქათამაძე საუბრობს იმის შესახებ, როგორ ითხოვს მუსიკა ყველაფერს და როგორ ვერ გაატარა შვილთან მნიშვნელოვანი დრო იმის გამო, რომ სცენაზე იდგა:

„მუსიკა ითხოვს ყველას და ყველაფერს. მე ჩემს შვილთან ერთად ვიმგზავრე პირველად, როცა ის იყო 7 წლის. არ ვიცნობდი. დღემდე ვგრძნობ პატარა ლუფტებსა და სიცარიელეს. ერთი წლის რომ გახდა, სცენაზე ვიდექი და ვტიროდი, რადგან ვერ ვნახე, პირველად როგორ გაიარა, პირველად როდის იტირა, როცა ეწყინა… ძიძა ზრდიდა, აღმზრდელი და მამა იყო მასთან.

საყვარელმა ემიგრანტებმა იციან ეს გრძნობა. იმდენი ხანი მენატრებოდა ჩემი შვილი… ისე გიყვარს და გენატრება, რომ გული ქვასავით გიხდება. არანაირი გრძნობა ცოცხალი აღარ მქონდა… სიცარიელე, სიცივე, არაფერი არ გივსებს ამ მონატრებას… არ არსებობს ამის ჩანაცვლება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g