LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქორიძე შვილის ევროპულ წარმატებაზე – „პირველ წელს თეატრალურში ვერ მოხვდა…“

3089

ირაკლი კვირიკაძე „ბერლინალეზე“ ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა და პრესტიჟულ კინოფესტივალზე შესაბამისი ჯილდოც გადაეცა. მსახიობი, რომელმაც რეზო გიგინეიშვილის „მძევლებში“ შესრულებული გეგა კობახიძის როლით მიიპყრო ყურადღება, ამჟამად აშშ-ში მეუღლესთან, მოდელ ელენე მახარაშვილთან ერთად ცხოვრობს და კინოროლების მიღებას იქ შეეცდება.

ჟურნალმა „სარკემ“ ირაკლი კვირიკაძის დედა, მსახიობი ნინო ქორიძე ჩაწერა, რომელმაც შვილის წარმატებაზე ისაუბრა.

ნინო ქორიძე:

გახარებული ვარ, როგორც დედა და არამარტო.

ელოდით ირაკლის ამ წარმატებას?

ვიცოდი, რომ ეს წარმატება ხვდებოდა წილად, რადგან ადრე გაგვაფრთხილეს. გახარებული ვიყავი, მაგრამ არ მეგონა, ასეთი პომპეზური დაჯილდოვება თუ იქნებოდა. ფილმი ფესტივალებზე დადიოდა და ირაკლის გამორჩეულობა ჩემთვის ცნობილი იყო. ისიც ვიცოდი, რომ ბერლინალეზე იყო წარდგენილი.

რა გითხრათ, ძალიან გამიხარდა. თუ შეიძლება ითქვას, თან ველოდი, თან – არა, ასეთი ემოცია მაქვს, თან, ცოტა დაუჯერებელიც იყო რაღაც თვალსაზრისით. პირდაპირ ეთერში ვუყურებდი ცერემონიალს და ჩემთვის საკმაოდ ამაღელვებელი იყო.

ირაკლის რა შეამჩნიეთ, ღელავდა?

ნამდვილად ღელავდა და არ მგონია, რომ იქ ვინმე არ ღელავდა.

ირაკლის ამ წარმატებაში, რა თქმა უნდა, თქვენი როლი დიდი იქნება.

არ ვიცი, ასე ზუსტად ვერ გეტყვით, მის წარმატებაში ჩემი რამე წვლილი და დამსახურება თუ არის. მსახიობობა მისი გადაწყვეტილებაა. ჩემთან ერთად პატარაობიდანვე დადიოდა გადაღებებზე. შეიძლება, ამან გარკვეულწილად გავლენა მოახდინა მასზე.

ხელი არ შემიწყვია, არ მითქვამს, ან ეს გზა აირჩიე, ან ის-მეთქი. ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არც ხელი შემიშლია.

ირაკლი აქ ჩააბარა. სხვათა შორის, პირველ წელს ვერ მოხვდა თეატრალურში, მაგრამ მეორე წელს გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოხვდა. წელიწდზე მეტი აქ ისწავლა, მერე წავიდა ამერიკაში საცხოვრებლად და სასწავლებლად.

თქვენს დედაშვილობაზე გვიამბეთ.

ძალიან კარგი, მეგობრული დედაშვილობა გვაქვს. მისთვის დედაც ვარ და მეგობარიც. მის მიმართ არანაირი სიმკაცრე და მოთხოვნები არ გამაჩნია, საკმაოდ დიდია ამისთვის. პატარა რომ იყო, დიდი სიმკაცრით არც მაშინ გამოვირჩეოდი. მასთან კომუნიკაცია შემიძლია რჩევით, თხოვნით, შეგნებული ადამიანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g