LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო შუბლაძე დის შესახებ: “ყვავილები უყვარდა ძალიან… დღესაც დიდ თაიგულს მოიტანდა სახლში…”

1200
shubladze202345

ნინო შუბლაძე სარვამარტოდ დის, სოფოს ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მართალია, რვა მარტის დღესასწაულს არ აღიარებდა, მაგრამ აუცილებლად მიიტანდა სახლში დიდ თაიგულს, რადგან ძალიან უყვარდა ყვავილები…

“ყვავილები უყვარდა ძალიან, საავადმყოფოში პირველმა ნინუკამ მიუტანა ვარდები და იმის მერე სულ ახალ-ახალ თაიგულებს გვთხოვდა, ასე სასტუმროს ნომერში  მგონია თავი და კარგ განწყობაზე მაყენებსო. ჰოდა, ვასრულებდით მორჩილად მის თხოვნას და მიგვქონდა ასე პალატაში ხან მე, ხან მეგობრებს სამ დღეში ერთხელ ლამაზ ლამაზი თაიგულები.

დღესაც აუცილებლად სახლში დიიდ ლამაზ თაიგულს მოიტანდა, სულ არ აღიარებდა 8 მარტს, მაგრამ მიზეზი ექნებოდა ?

თავად იყო დღესასწაული გოგო!”

შეგახსენებთ, რომ სოფო შუბლაძე კორონავისურით გამოწვეული გართულებებისგან მცირე ხნის წინ გარდაიცვალა. მას ერთი გოგონა დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები