LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო შუბლაძე: „წელს ყველაზე მძიმე 27 სექტემბერი დადგა ჩვენს ოჯახში! სოფოს გარეშე ყველაფერმა და ყველა დღემ ფერი იცვალა…“

167
ninoshubladzenews

ნინო შუბლაძე თავის გარდაცვლილ დას, სოფოს იხსენებს და მას დიდ სტატუსს უძღვნის. შეგახსენებთ, რომ სოფო შუბლაძე რამდენიმე თვის წინ კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. მისი დაბადების დღე დღეს, 27 სექტემბერსაა.

ნინო შუბლაძე:

„მე ყველაზე კარგი სოფო მყავდა!…

ზუსტად 12 საათზე აუცილებლად მივულოცავდი, ან ტელეფონით, ან პირადად. ახალი წელივით ელოდებოდა 27 სექტემბრის დადგომას… უყვარდა მისი დაბადების დღე ♥️

მილოცვების მიღების პარალელურად, აუცილებლად მიულოცავდა ბუკას  და ლაფერას Giorgi Lapherashvili ♥️♥️ – მეც შემახსენებდა – არ დაგავიწყდეს, მიულოცეო…

წელს ყველაზე მძიმე 27 სექტემბერი დადგა ჩვენს ოჯახში!

სოფოს გარეშე ყველაფერმა და ყველა დღემ ფერი იცვალა – სოფოს გარეშე ახლიდან ვსწავლობთ ყველანი ცხოვრებას და ჯერჯერობით არ გამოგვდის

:((

საშინელი სიცარიელეა უსოფოოდ და ძნელია, სოფოს ადგილი რამემ ან ვინმემ შეავსოს…

ყველა სათითაოდ ვცდილობთ ერთმანეთისთვის სოფოც ვიყოთ, მაგრამ ძნელია, იყო სოფოსნაირი მზრუნველი, კეთილი, ყურადღებიანი და ტკბილი! ძნელია, იყო სოფოსნაირი საყრდენი ცხოვრებაში…

და მაინც….  ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო და მყავდა! იმდენი სითბო და სიყვარული დამიტოვა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე თან გამყვება… ეს მარტო სოფოს შეეძლო!

ვგრძნობ, სულ ჩემთანაა და არასოდეს დამტოვებს…. მაინც სულ მისი იმედი მაქვს…

და მაინც… ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ…  მე ყველაზე კარგი სოფო მყავდა…

გილოცავ, სოფ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g