LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თურმანძეს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურ მმართველად საქმიანობის ვადა ერთი წლით გაუგრძელდა

229

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალური მმართველობის ვადა 2017 წლის პირველ იანვრამდე გააგრძელა. სპეციალური მმართველის მოვალეობას ნინო თურმანიძე შეასრულებს, რომელიც შპს “ყაზტრანსგაზ თბილისში” სპეციალურ მმართველად 2016 წლის პირველ იანვრამდე იყო დანიშნული.

თურმანიძემ თანამდებობა 2015 წლის ზაფხულში მას შემდეგ ჩაიბარა, რაც ყოფილი მმართველი გიორგი ბენაშვილი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მანამდე თურმანიძე კომპანიაში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკითხზე ცვლილება „თბილისის ბუნებრივი გაზით სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ“ კომისიის 2009 წლის 16 მარტის N 3/1 გადაწყვეტილებაში შეიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g