LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თვალავაძე ზაფხულის გამაგრილებელი სასმლის რეცეპტს აზიარებს – სანგრია პირდაპირ საზამთროში

152
ხელოვნუი ინტელქტი (1)

Food ვლოგერი ნინო თვალავაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საზაფხულო სანგრიის რეცეპტს უზიარებს. მისი ვერსია განსაკუთრებულია იმით, რომ სასმელს პირდაპირ საზამთროში ამზადებს.

როგორც ნინო წერს, სანგრია ესპანური წარმოშობის, ხილით გამდიდრებული ღვინის კოქტეილია, რომლის სახელიც ესპანური სიტყვიდან sangre („სისხლი“) მოდის და თავდაპირველად მის მუქ წითელ ფერს უკავშირდებოდა. დღეს კი სანგრია სხვადასხვა ვარიაციით მზადდება, მათ შორის მსუბუქი, ზაფხულის ხილის ვერსიებითაც.

მისი საზაფხულო რეცეპტი მოიცავს საზამთროს, შუშხუნა ღვინოს, არაყს, ალუბლისა და ფორთოხლის წვენებს, ციტრუსებს, მარწყვს, მაყვალს, ალუბალს, წითელ მოცხარს, პიტნასა და დიდი რაოდენობით ყინულს.

ინგრედიენტები:

* 1მოზრდილი საზამთრო(½ რბილობი)
* 750 მლ შუშხუნა ღვინო(შამპანიური)
* 200 მლ არაყი
* 300 მლალუბლის წვენი
* 300 მლ ფორთოხლის წვენი
* 1 ფორთოხალი
* 1 ლიმონი
* 200 გ მარწყვი
* 150 გ მაყვალი
* 200 გ ალუბალი (უკურკო)
* რამდენიმე ღერი წითელი მოცხარი
* ერთი მუჭა პიტნის ფოთოლი
* ბევრი ყინული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები