LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი ბახმაროს პარკზე: უფრო ავთენტურთან მიახლოებული რომ გაკეთებულიყო კარგი იქნებოდა? დიახ, ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ახლაც ძალიან კარგი იქნება

82
ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ბახმაროში პარკის მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პროექტთან დაკავშირებით ფოტო მავნებლურად გაავრცელეს.

„გუშინ ბევრი უკმაყოფილო პოსტი ვნახე ბახმაროს მშენებარე სკვერზე
თავიდან მეც შემეშინდა, ნუთუ ასეთი შეუფერებელი რაღაც გამოდის-თქო, რადგან ამ სკვერის მოწყობა ჩემი მაჟორიტარობის დროს გადაწყდა.

უამრავი შეხვედრა და თხოვნა დამჭირდა, რომ ბახმაროში კომფორტული თავშეყრის სივრცე შექმნილიყო…

ახლა როგორია, ამ ფოტოს აქვე ვდებ და რეალურად როგორი იქნება კი მეორე სურათზე ჩანს – ამფითეატრი, სივრცე ბავშვებისთვის, ბილიკები, ადაპტირებული გარემო.

მინდა მჯეროდეს, რომ გუშინ ვინც ნეგატიურ კომენტარებს აკეთებდა ამ პროექტზე, უბრალოდ არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია და მათი თვითმიზანი კრიტიკა არ ყოფილა

უფრო ავთენტურთან მიახლოებული რომ გაკეთებულიყო კარგი იქნებოდა? დიახ, ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ახლაც ძალიან კარგი იქნება, ლამაზი და კომფორტული და ოდნავადაც არ შეესაბამება იმ გავრცელებულ ფოტოს, რაც ესე მავნებლურად გაავრცელეს”, – წერს წილოსანი.

დეპუტატი „ფეისბუქში“ ორ განსხვავებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები