„ის პროცესები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსების მხრიდან არის ინიციირებული, არ ასახავს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთდამოკიდებულებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხრიდან საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტის განხილვას ეხება:
ხუნდაძე შესაძლო სანქცირებაზე: „ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“
„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში“
„რაც არ უნდა დაარქვან ამ ინიციატივას, ეს იქნება ქართველი ხალხის აქტი, მეგობრული აქტი, თუ სხვა პარტნიორული აქტი, აქტი, რომელიც მოიცავს მუქარას, შანტაჟს სანქციებით, გადაადგილების აკრძალვით და ა.შ. ნამდვილად, ვერ ჩაითვლება კეთილგანწყობილად.
ის პროცესები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსების მხრიდან არის ინიცირებული, არ ასახავს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთდამოკიდებულებას“. – განაცხადა ნინო წილოსანმა.