LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ზავრადაშვილი: „ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ, მზად ვართ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც“

146
ირმა ზავრადაშვილი

„საქართველოს ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. ჩემი ოჯახი და „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერის ოჯახი მზად არის იმისთვის, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერი აიტანოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.

აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ირმა ზავრადაშვილმა აღნიშნა, რომ „ჯერ კიდევ საკითხავია, სანქციები ვის და როგორ დაუწესდება“.

„მოდი, შევთანხმდეთ, ჯერ განცხადება კარგად წაიკითხეთ და მერე ვილაპარაკოთ. დამშვიდდით, ხალხო, რა მოგივიდათ. ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. მზად ვარ სანქციებისთვის, კიდევ უფრო მეტი რა გაინტერესებთ? გეუბნებით, რომ მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც. მშვიდად იყავით, საქართველო გაიმარჯვებს.

სჯობს შეშფოთება იმაზე გამოთქვათ, რაც მუქარა იყო ჩვენი ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება უკან დახევას ვეტოს დაძლევათდან დაკავშირებთ, ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ „არავითარ შემთხვევაში“.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.

„ეს არის აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგი ნაბიჯი.. ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“ – ოპოზიცია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას აფასებს

პოპულარულები