LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება, არსად ასეთი ვალდებულება არ ეკისრება, ზოგადად სიტყვა „ფიზიკური პირი” არსად გვიწერია კანონში

142
ნინო წილოსანი

ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება. არსად ასეთი ვალდებულება არ ეკისრება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი Facebook-ზე წერს.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, სიტყვა “ფიზიკური პირი” კანონში არსად წერია.

„ამ სახედაკარგულ ოპოზიციაზე და ვითომ ექსპერტებზე უკვე ვეღარაფერს ვამბობ, მგონი აღარავის აქვს მათი იმედი, რომ რამე სწორს და ადეკვატურს იტყვიან, ამიტომ ყველა სხვა დანარჩენისთვის ავხსნი: ტყუილია, თითქოს ფიზიკურ პირს სადმე დარეგისტრირება ევალება. არსად ასეთი ვალდებულება არ ეკისრება. ზოგადად სიტყვა „ფიზიკური პირი” არსად გვიწერია კანონში.

დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, რათა გაარკვიოს კონკრეტული ორგანიზაციის ხარჯების საკითხი.

მე-2 მოსმენის დროს კი, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეს უპასუხისმგებლო ოპოზიცია და არასამთავრობოები ხელებს აბრახუნებდნენ, მე-9 მუხლში დავაზუსტეთ შემდეგი: ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით

ამ ტყუილის შემდეგ მაინც ხომ ხვდებით – ამ ხალხის ნდობა საერთოდ აღარაფერზე არ შეიძლება. ვიდეოდ ვურთავ სესიაზე მეორე მოსმენას“ – წერს წილოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები