LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ზურაბიშვილი უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს, რათა დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას – რაში უნდა დავეწიოთ, უკრაინას ომში დავეწიოთ თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში?“

134
ნინო წილოსანი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ჩერდებიან და სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, ანამუსებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ მთელი ოპოზიციური ძალისხმევა სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციისკენ მიემართება.

„დღეს გაკეთებულმა განცხადებებმაც დაადასტურეს, რომ მთელი ოპოზიციური ძალისხმევა სააკაშვილის პოლიტიკური რეაბილიტაციისკენ მიემართება. ეს ყველაფერი კი ნათლად ადასტურებს, რომ ამ ერთ ბელადს და მის გიჟურ მოქმედებებს მიბმული ადამიანები და პოლიტიკოსები ხართ. მეორეს მხრივ ადასტურებს იმას, რომ თქვენი დამოუკიდებლობა არ გაიშვას და თქვენი ცალკე მდგომობა და „მესამე ძალობა“.

ეკა ხერხეულიძე: „სააკაშვილის მკვლელობის რისკი ძალიან რეალურია – მივმართავ სალომე ზურაბიშვილს – გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან!“

ეს არის მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მეტი არაფერი. ყველა აქ მყოფი ოპოზიციური ძალების განცხადებები ან იწყებოდა ან სრულდებოდა სააკაშვილზე ზრუნვით და მერე დაგვისხდებით და დაგველაპარაკებით, რომ როგორ წარმოადგენთ მესამე ძალას და როგორ ემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობას“.

„პირსისხლიანი ჯალათიო“ ახსენა არმაზ ახვლედიანმა, ვიფიქრე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა. შორს რატომ მიბრძანდებით, აქვე გყავთ პირსისხლიანი ჯალათი, რომელსაც დღენიადაგ იცავთ. სააკაშვილის მიმართ შურისძიება არისო – იურიდიული ტერმინი რომ არ იცით, დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს ერთია, მაგრამ ადამიანურადაც არ იცით, რომ ამდენი ქართველის წინაშე რომ დამნაშავეა თქვენი ბელადი, იმან უნდა მოიხადოს სათანადოდ სასჯელი, მაგრამ სათანადოდ ვერ იხდის.

„პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის დავალებით მოქმედებს“ – სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილზე

ჩემმა კოლეგამ კარგად აღწერა რა ფუფუნებაში იმყოფება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი მანიპულაციები დღემდე გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოების პატარა ნაწილსა ან დასავლელ პარტნიორებზე. მიხეილ სააკაშვილის დასავლეთთან ასოცირება დასავლეთის იდეას აზიანებს და თუ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ზრუნვის საგანია, ვისი პასუხისმგებლობა იყო მისი დანაშაულები, ვინ აფარებდა და დღემდე ვინ აფარებს და ლობირებს ამ დამნაშავე ადამიანს?

კითხვა ჩნდება ასევე, რამდენად აქვს ადგილი სუვერენიტეტში ჩარევას, როცა სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე კონკრეტულ დავალებებს აძლევენ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს არის, რა თქმა უნდა, კოორდინირებული, ორკესტრირებული და ძალიან სამწუხარო.

თალაკვაძე: „სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება და ეს მან კარგად იცის“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ჩერდებიან და სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, ანამუსებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. არ მგონია, რომ ეს ცალკემდგომი პროცესია. ე.წ. პრეზიდენტის დუმილი, სამწუხაროდ, ადასტურებს იმას, რომ ეს კოორდინაცია თვალნათელია. კოორდინაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ თუ არაფორმალურ დაჯგუფებებს შორის და სამწუხაროდ, კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილთან.

სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს, რათა დაეწიოს უკრაინას და მოლდოვასო. რაში უნდა დავეწიოთ, უკრაინას ომში დავეწიოთ თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში, თუ რაში უნდა დავეწიოთ?

მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, არგუმენტი ნახოს მოღალატეობრივი ნაბიჯის გადასადგმელად, რასაც ჰქვია სააკაშვილის შეწყალება

ევროკომისიის ანგარიშებიც ადასტურებს, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. საკუთარ ქვეყანას ეცით ყველამ პატივი და მერე დააყენეთ პირადი ინტერესები“. – განაცხადა წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g