LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხერხეულიძე: „სააკაშვილის მკვლელობის რისკი ძალიან რეალურია – მივმართავ სალომე ზურაბიშვილს – გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან!“

144
BeFunky-collage (2)

„სააკაშვილის მკვლელობის მაღალი რისკი არის ძალიან რეალური. თუ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ის უკეთ გამოიყურება, მინდა შეგახსენოთ, ნავალნი სიკვდილის წინა დღეს საიმედოდ გამოიყურებოდა – მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი ან თქვენი გამბედაობა, გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილისა და ნავალნის შედარებაზე: არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია – საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!

მისი თქმით, წინა კვირას ნავალნის მკვლელობის შემდეგ სააკაშვილის საკითხი აქტუალური გახდა, რადგან საქართველოში არჩევნები ახლოვდება და პუტინის სურვილები მასთან მიმართებით დაუკმაყოფილებელია.

სალომე ზურაბიშვილი: „ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის“

„წინა კვირას მომხდარი შემზარავი ტრაგედია მთელმა თავისუფალმა სამყარომ აღიქვა კატასტროფად, ვგულისხმობ ადამიანის ციხეში მკვლელობას, ნავალნის მკვლელობას, ბუნებრივია, ამ ფაქტიდან გამომდინარე გაჩნდა აქტუალური საკითხი, რომელიც მომენტალურად, პარალელურად საფრთხის შემცველი გახდა.

ჩვენ ყველას ერთად გვახსოვს მკვლელობის შემკვეთის, პუტინის განცხადებები, თანაბარ პირობებში და უფრო ხშირად მიხეილ სააკაშვილის სახელის და გვარის ხსენების დროს საქართველოსთან მიმართებით ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას. გავიხსენოთ 2012 წელი – როცა ამ ცივსისხლიან მკვლელს დაუსვეს კითხვა სააკაშვილზე, მან ჟურნალისტს უპასუხა -„ საქართველოში როდის არის არჩევნები, შემახსენეთ“. ეს იყო მისი პასუხი. დღეს ჩვენ ძალიან მალე ვდგავართ არჩევნების მიჯნაზე და რა თქმა უნდა, პუტინის სურვილები დაუკმაყოფილებელია სააკაშვილთან მიმართებით.

არანაირი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს ქართველი სამამულო ექსპერტების წიაღსვლებსა და დასკვნებს მასთან მიმართებით, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად საღად აფასებს რისკს და საშიშროებას. როცა პუტინი ღიად საუბრობს საკუთარ მტერზე, არანაირი მოსაზრება ანგარიშგასაწევი არ არის და არ არის რელევანტური ჩვენი ოპონენტების შეხედულებები მიხეილ სააკაშვილზე. სააკაშვილის გარდა ის მტრად არ აღიარებს „ქართული ოცნების“ არც ერთ წარმომადგენელს.

ამიტომ სამიზნე დღეს “ვივამედში” იმყოფება და მისი უსაფრთხოების, მკვლელობის მაღალი რისკი არის ძალიან რეალური. თუ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ის უკეთ გამოიყურება, ვიდრე წინა პერიოდში, მინდა შეგახსენოთ, რომ ნავალნი სიკვდილის წინა დღეს საიმედოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე დღეს საზოგადოებას ამცნეს, რომ ის თრომბით გარდაიცვალა, ჩვენ ამ საფრთხისგან არ ვართ შორს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.

ამიტომ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ან შიში პუტინისადმი, როგორც ცივსისხლიანი მკვლელისადმი ან თქვენი გამბედაობა. გადადგით ნაბიჯი და საქართველო იხსენით რეალური საფრთხისგან,“- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები