LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილისა და ნავალნის შედარებაზე: არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია – საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!

189
BeFunky-collage (2)

არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარებას.

ამის შესახებ ზურაბიშვიმა Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

„შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები