LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზაუტაშვილი: „ახლა თუ ვიღაცა იტყვის, რა გააჭირა ამ ქალმა საქმე, დამთავრდა ეს გადაცემა და წავიდეს სახლში, არა ბატონო!… მე ვიცი, რომ გავიმარჯვებ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მართალი ვარ“

233
ნინო ზაუტაშვილი

ჟურნალისტმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „თავგადასავალი“ საკუთარ ოჯახზე, კარიერასა და პროფესიულ პრინციპებზე ისაუბრა.

„ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა“ – ნინო ზაუტაშვილი

ზაუტაშვილმა გადაცემაში მშობლები გაიხსენა. აღნიშნა, რომ დედა, რომელიც წლების განმავლობაში რადიოში დიქტორად მუშაობდა, მკაცრი და მომთხოვნი იყო.

„დედას რომ ვკითხავდი, რომელი საათიაო, მკითხველის ტონით მეტყოდა: 17 საათი და 30 წუთიაო,“ – თქვა ზაუტაშვილმა.

მერე კი გაიხსენა ამბავი, როგორ გადაწყვიტა თეატრალურზე ჩაბარება დედის გამოცდილების გამო:

„ერთ მშვენიერ საღამოს მომიყვა ისტორია, როგორ დატოვა თეატრი, როგორი მწარე ისტორია გაიარა მან, როგორ მოექცნენ უსამართლოდ… ის ღამე არ მძინებია, ვთქვი – „თეატრალურზე უნდა ჩავაბარო და დედას მაგივრად ყველას უნდა გავცე პასუხი“

„მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი“ – „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რაც შეეხება ბავშვობას, ამბობს რომ ძალიან აქტიური ბავშვი იყო.

„ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. ბოლოს მამაჩემს უთხრეს, სახლში იჯდეს, ნუ მოვა – ისე დავუწერთ ნიშნებს, ოღონდ არ იაროსო.“

ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს

ნინო ზაუტაშვილი: „თუ საჭირო გახდა, წავალთ სტრასბურგშიც და მთვარეზეც, მაგრამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ, რადგან ჩვენ ვჭირდებით იმ ადამიანებს, ვინც საზმაუს მენეჯმენტს და ბორდს არ აინტერესებს“

როგორც ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საქმეს აუცილებლად მოიგებენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლები.

საკუთარ პროფესიაზე საუბრისას ნინო ზაუტაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ჟურნალისტიკაში დაინახა თავისი თავი:

„ჩემთვის სცენაზე დგომა ამოსუნთქვის ძალიან დიდი საშუალებაა მე ჩემი თავი ამ პროფესიაში [ჟურნალისტიკა] დავინახე ყველაზე მეტად და ყველაზე საჭიროდ.

„რეალური სივრცე“ ფაქტობრივად მთელი ჩემი კარიერის გვირგვინი იყო, ეს იყო გადაცემა რომელიც ემსახურებოდა ადამიანების ინტერესებს. ახლა თუ ვიღაცა იტყვის, რა გააჭირა ამ ქალმა საქმე, დამთავრდა ეს გადაცემა და წავიდეს სახლში, არა ბატონო, არ დამთავრებულა !ჩვენ ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწევთ – ამ შემთხვევაში ნამდვილად დავიხურავ ქუდს და თვალით ვეღარ მნახავს ვერავინ ტელევიზიაში. მე ვიცი, რომ გავიმარჯვებ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი მართალი ვარ“, – თქვა ნინო ზაუტაშვილმა.

ნინო ზაუტაშვილის თავგადასავალი — კვირას, კვირის ფორმულას შემდეგ

💬 „მე ვიცი, რომ გავიმარჯვებ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ვარ მართალი“ 📌 ნინო ზაუტაშვილის თავგადასავალი — კვირას, კვირის ფორმულას შემდეგ

Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g