LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა“ – ნინო ზაუტაშვილი

200
2025-04-24_01-48-32_981886

პირველი არხიდან ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არხის მოქმედი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები იმის გამო დაითხოვეს, რომ პირველი არხის ყოფილი თანამშრომლები საზოგადოებისთვის საეთერო დროის დათმობას ითხოვდნენ.

„მარტივად მინდა ვთქვა. მესმის, რომ ადამიანთან შეიძლება უკვე ის მდგომარეობა გაქვს, რომ უნდა წავიდეს, რადგან შესაძლებლობები ამოწურა. გათავისუფლების ფორმა არსებობს ცივილური, კულტურული. კოლექტივისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა არის ცალკე კულტურა, რომელიც ჩვენს მენეჯმენტს არ აღმოაჩნდა. არანაირი საფუძველი არ არსებობს ჩემი გათავისუფლების.

გაურკვეველი მოკვლევაა მოტანილი. მოკვლევა ეხება იმას, რომ ჩვენ დღის ეთერების გახსნას ვითხოვდით. მაყურებელი ვერ ხედავდა იმ ადამიანებს ეთერში, რომლებსაც დღეს პრობლემა აქვთ. ესენი არიან პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდები, მათი მშობლები, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გუშინ, 11 აპრილს გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g