LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზაუტაშვილი: „არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ლელოს“ ლიდერი ვარ. წესით, უნდა დაერეკათ და ეკითხათ, მაგრამ არა უშავს, ალბათ იფიქრეს, კვირაა, ვისვენებ და არ შემაწუხეს“

223
ნინო ზაუტაშვილი

ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს იგი „ლელო – საქართველოსთვის“ შეუერთდა და პარტიას ლიდერის პოზიციიდან წარმოადგენს.

როგორც ზაუტაშვილი წერს, რეგიონალურ შეხვედრაზე, რომელიც კახეთში გაიმართა, პატიამ იგი მოდერაციისთვის მიიწვია:

„ახლა პატარა განმარტება მინდა გავაკეთო, რადგან არასწორად გავრცელდა ინფორმაცია ჩემზე, თითქოს ლელოს ლიდერი ვარ.

წესით, უნდა დაერეკათ და ეკითხათ ჩემთვის, მაგრამ არა უშავს, ალბათ იფიქრეს, კვირაა, ვისვენებ და არ შემაწუხეს. კახეთში იმართებოდა შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის.

ვიყავი მიწვეული მოდერაციისთვის მხოლოდ. ცნობისთვის, ყველა პარტია იყო მოწვეული და მხოლოდ 8 მოვიდა. ძალიან საინტერესო მოსაზრებები გააჟღრა მოსახლეობამ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სამახსოვრო ფოტოები გადავიღე ყველა ადამიანთან, როგორც ხდება ხოლმე, მით უმეტეს, ყველა იქ მყოფი არაერთხელ ყოფილა ჩემი გადაცემის სტუმარი და სავარაუდოდ, იქნება კიდევ.

რაც შეეხება ჩემს პარტიულ მოღვაწეობას, თუ როდესმე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, როგორმე მოვახერხებ პირველმა გავახარო ჩემი გულშემატკივარი.“ – წერს ნინო ზაუტაშვილი.

ახლა პატარა განმარტება მინდა გავაკეთო, რადგან არასწორად გავრცელდა ინფორმაცია ჩემზე, თითქოს ლელოს ლიდერი ვარ.წესით, უნდა…

Posted by Nino Zautashvili on Sunday 14 July 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები