LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზაუტაშვილი: „დათო გორგილაძე შესანიშნავ გადაცემას აკეთებდა და კიდევ უკეთესს გააკეთებს ნებისმიერ პლატფორმაზე“

1145
BeFunky-collage

ნინო ზაუტაშვილი, რომელიც წლებია „პირველ არხზე“ გადაცემის „რეალური სივრცე“ წამყვანია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ნინო წერს, რომ ჯერ ზუსტად არ იციან, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ გარდა, კიდევ რომელი გადაცემები შეეწირება ფინანსურ რეორგანიზაციას.

ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ დათო გორგილაძე შესანიშნავ გადაცემას აკეთებდა და კიდევ უკეთესს გააკეთებს ნებისმიერ პლატფორმაზე.

„ძალიან დიდი დანაკლისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებლისთვის. ყველა მთავრობა ერთი და იგივე გზას დაადგა, არაფრის დიდებით არ დათმოს გავლენა საზოგადოებრივზე. სამწუხარო ისაა, რომ ჯერ ზუსტად არ ვიცით, კიდევ რომელი გადაცემები შეეწირება ფინანსურ რეორგანიზაციას და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა პარლამენტში მსხდომებმა საკუთარი ხელფასის მომატებას ერთხმად მისცეს ხმა. მე ზუსტად ვიცი, ყველა გადაცემას, რომელსაც დავკარგავ საზოგადოებრივზე, ვნახავ სხვაგან, მაგრამ თავად საზოგადოებრივი პლატფორმის იდეა ძალიან კნინდება და მთელი გულით განვიცდი,“ – წერს ნინო ზაუტაშვილი.

„პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ“ – მომავალი წლიდან „პირველ არხზე“ გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ აღარ გავა

ნინო დარასელი დათო გორგილაძეს: „მე რომ ტელევიზია მქონდეს, შენ გადაცემას დავხურავდი კი არა, მეორე გადაცემასაც დაგამატებინებდი..იმედია, ვისაც აქვს ტელევიზია, უკვე შემოთავაზებებზე ფიქრობს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g