LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ“ – მომავალი წლიდან „პირველ არხზე“ გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ აღარ გავა

629
დათო-გორგილაძე

მომავალი წლიდან „პირველი არხის“ ეთერში გადაცემა – „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ აღარ გავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თავად გადაცემის ავტორი და წამყვანი დათო გორგილაძე.

როგორც მან რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი, ფინანსური რესტრუქტურიზაცია გახდა. „პირველ არხს“ კი მისთვის, თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.

„მომდევნო წლიდან „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საქართველოს „პირველი არხის“ ეთერში აღარ გავა, ამას გიდასტურებთ.

არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაციაა. პირადი შეფასებებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ“. – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ დათო გორგილაძემ.

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ბოლო გადაცემა „პირველი არხის“ ეთერში, 29 დეკემბერს გავა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g