LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინოწმინდის ბავშვებისთვის“ – პარლამენტთან კონტრაქციის მონაწილე დააკავეს

71
დრგყრეყგ

სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, ზუბალაშვილების ქუჩაზე, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ნინოწმინდის პანსიონში არსებული სიტუაცია გააპროტესტეს. მათი მოთხოვნები იყო:

  • დაუყონებლივ შეუშვან სახალხო დამცველი პანსიონში;
  • ასევე, ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები (40 ხელისმომწერი ორგანიზაცია);
  • მოხდეს ყველა ბავშვის გამოყვანა პანსიონიდან;
  • დაიხუროს დიდი ზომის ბავშვთა სახლები და უპირველეს ყოვლისა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლი.

აღნიშნული აქციის პარალელურად, კონტრაქცია გამართა გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა შემდეგი შეძახილებით: “თქვენი დასამოძღვრი ვინ არის, ამ სოდომისტების,” “ქალი ხარ, ქალს დაემსგავსე, კაცი- კაცს,” “შეეშვით ნინოწმინდას”, “პედოფილები ხართ”.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამართალდამცავებმა ორ აქციას შორის კორდონი გააკეთეს.

მოგვიანებით, გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრებიდან ერთი პირი დააკავეს. დაკავება აქციაზე მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა პოლიციის კორდონი გაარღვია და „სირცხვილიას“ აქტივისტების ბანერი დახია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამის თანამშრომლებთან ერთად ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და World vision-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრისას მივაღწიეთ ერთსულოვნებას, რომ ყველა საკითხი ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს: ანდრია ჯაღმაიძე

“საჭიროა წინსვლა და ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესებია” – ელჩი ნინოწმინდის პანსიონზე

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი: ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან

 

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g