LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის სამ, ხოლო სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს

86
ნინო ლომჯარია

ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის სამ, ხოლო სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს, რადგან ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გაგაცნოთ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი)“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g