LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის პანსიონში 19 აღმზრდელი დარჩება: მეუფე იაკობი

64
მეუფე იაკობი

„ამ ეტაპისთვის პანსიონში19 აღმზრდელი დარჩება. აქ 40-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, დღესდღეობით მეტის საჭიროება არ არის,“ – ამის შესახებ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

როგორც პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, აღმზრდელებიდან ვისაც წასვლა უნდა, ხელმძღვანელობა არავის შეაჩერებს და ელოდებიან როდის გადაიყვანენ ბავშვებს. მისივე თქმით, მათ, ვინც პანსიონში დარჩება და ვინც დღეს არის, მომსახურება  სრულად უნდა ჰქონდეთ და არაფერი მოაკლდეთ.

„ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ხოლმე უშუალოდ იმაზე, ვინ შემოვა და ვინ – არა, უბრალოდ, ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს… ამდენი ბავშვი იყო ერთად, უცბად, ბევრი წავიდა. ბავშვებთან რომ მივდივართ, ეს უნდა გავითვალისწინოთ – მიხვიდე კიდევ და კითხვები დაუსვა, ეს არის პრობლემა, სხვა არაფერი. 19 რომ რჩება ვიცი და რამდენი მიდის, ზუსტად არ ვიცი, 40-ზე მეტი იყო. დღეს 19-ზე მეტი საჭირო არ არის,“ – განაცხადა მან.

მეუფე იაკობის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას ვინმეზე ან რამე დარღვევაზე ინფორმაცია ექნება, არავის არ ჰკითხავს ისე გაუშვებს. როგორც პანსიონის ხელმძღვანელმა თქვა, მეტი ადამიანის პანსიონში ყოფნის საჭიროება დღეს არ არის.

„გადარჩევა მოხდება შემდეგ, ახლა დროებით შვებულებაში მიდიან და გადავხედავ სიტუაციას, ვინც უნდა დარჩეს, დარჩება, ვინც არა – არ დარჩება. არც პატრიარქი, არც მეუფე სპირიდონი და არავინ ჩემს საქმეში არ ჩაერევა. თქვენც (მედია) თუ დატოვებთ აქაურობას, ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნება,“ – თქვა მეუფე იაკობმა და დასძინა, რომ უკვე „რაღაც-რაღაც მასალებს” გაეცნო და შესაბამის გადაწყვეტილებებს აუცილებლად მიიღებს.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ეს გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკადროც იქნება.

„ამ ყველაფერს რომ მოვრჩები, ყველას გეტყვით. საკადრო გადაწყვეტილება რასთან უნდა იყოს დაკავშირებული? ერთი – რადგან ამდენი ბავშვი გაიყვანეს, საჭიროება არ იქნება, მეორე – თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა და დაამატა, რომ სახალხო დამცველს თბილისში შეხვდება.

„მე პირადად არასდროს მითქვამს, რომ სახალხო დამცველს არ შემოვუშვებ. ვამბობ, რომ თბილისში აუცილებლად შევხვდები, არ მაქვს პრობლემა, თუნდაც ხვალვე შევხვდები, საპატრიარქოს უნივერსიტეტში“. – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა (იაკობიშვილი) 14 ივლისს დაიკავა. მისი თქმით, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.

ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს: ტიკარაძე მეუფე იაკობზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g