LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nintendo-მ ,,Dendy”-ის ვიდეოთამაშების კონსოლის გაცოცხლება დაანონსა

46

წინა საუკუნის სათამაშო კონსოლი – NES, რომელსაც საქართველოში, და არა მხოლოდ ჩვენთან, ყველა Dendy-ის სახელით იცნობდა, კომპანია Nintendo-ს ეკუთვნის.

კომპანია Nintendo არამხოლოდ NES-ის არამედ სხვა გასართობი, სათამაშო კონსოლების ავტორიცაა და შესაბამისად, კონსოლების განვითარებასთან ერთად, ყველას ბავშვობის განუყრელი ნაწილი – Dendy ისტორიას ჩაბარდა.

მიუხედავად NES-ის განვითარების შეწყვეტისა, თანამედროვე მოწყობილობებში, სმარტფონებსა თუ კომპიუტერებში, უამრავი ემულატორი შეიქმნა, რომლებიც Dendy-ის ძველი თამაშების ახალ მოწყობილობებში გაშვების საშუალებას აძლევს კონსოლის ფანებს.

ფაქტია, რომ ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, Dendy-ის სისტემა კვლავ არ კარგავს პოპულარობას და Super Mario Bros, ჰიტად ქცეული თამაში, ახალი თაობის ინტერესსაც კი იმსახურებს.

კომპანია Nintendo-მ მიიღო გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ შეწყვეტილი კონსოლის გაცოცხლებასთან დაკავშირებით. რის შესახებაც ცნობას თავად კომპანიის ოფიციალური საიტიდანს ვიგებთ.

როგორც ჩანს, განახლებული კონსოლი 2016 წლის ნოემბრიდან გამოჩნდება ბაზარზე და მისი ფასი 60$-ით განისაზღვრება, ხოლო კონტროლერის (ე.წ. ჯოისტიკის) ფასი 10 $ იქნება.

გაცოცხლებულ კონსოლში ყოველგვარი ’’კასეტის’’ გარეშე ჩაშენებული იქნება ჰიტური თამაშების ტოპ 30.

თამაშების ჩამონათვალი:

 

  • Balloon Figh
  • Bubble Bobble;
  • Castlevania;
  • Castlevania II: Simon’s Quest;
  • Donkey Kong;
  • Donkey Kong Jr.;
  • Double Dragon II: The Revenge;
  • Dr. Mario;
  • Excitebike;
  • Final Fantasy;
  • Galaga;
  • Ghosts N Goblins;
  • Gradius;
  • Ice Climber;
  • Kid Icarus;
  • Kirby’s Adventure;
  • Mario Bros.;
  • Mega Man 2;
  • Metroid;
  • Ninja Gaiden;
  • Pac-Man;
  • Punch-Out!! Featuring Mr. Dream;
  • StarTropics;
  • Super C;
  • Super Mario Bros.;
  • Super Mario Bros. 2;
  • Super Mario Bros. 3;
  • Tecmo Bowl;
  • The Legend of Zelda;
  • Zelda II: The Adventure of Link.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები