Nissan-ის ფინანსური კატასტროფის მთავარი მიზეზი ცნობილია. ეს არის ხელმძღვანელობის შეცდომა: რამდენიმე წლის წინ Nissan-ის გენერალურმა დირექტორმა გადაწყვიტა ყველაფერი ელექტროქარების წარმოებაზე დაედო და ჰიბრიდების გამოშვებაზე უარი ეთქვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰიბრიდები მყიდველებში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევენ. ასეთი გათვლა დირექტორს შესაძლოა თანამდებობის ფასიც დაუჯდეს, ანალიტიკოსები კომპანიას მხოლოდ ერთ წელს აძლევენ, რომ კრიზისს თავი დააღწიოს.
არც თუ ისე სწორი გადაწყვეტილების გამო აშშ-ს ბაზარი Nissan-ის ჰიბრიდების გარეშე დარჩა. იაპონური კომპანიის ხელმძღვანელობა ვერც ივარაუდებდა, რომ ბენზინ-ელექტრონულ მანქანებზე მოთხოვნა ასეთი სიჩქარით გაიზრდებოდა. ეს დაადასტურა თავად დირექტორმაც, როცა შეცდომა აღიარა.
გასულ თვეს Nissan-მა შემოსავლები შეაჯამა და აღმოჩნდა, რომ ფინანსური წლის პირველ ნახევარში მას შემოსავალი 90%-ით შეუმცირდა, ხოლო სუფთა მოგებამ 94%-ით იკლო.