LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა ახალი Juke-ის პირველი ფოტო გაავრცელა

66
d6ffe97c9fe6b828a330f430be5e1e69feb21a33

Nissan მომავალი თაობის კომპაქტურ კროსოვერ Juke-ს სულ მალე, 3 სექტემბერს წარადგენს. ხოლო, იმისთვის რომ მოლოდინის რეჟიმი უფრო საინტერესო გამხდარიყო, იაპონელებმა პირველი ოფიციალური თიზერი გაავრცელეს.

მეორე თაობის Juke-ის ფოტო იმაზე მეტყველებს, რომ კროსოვერმა თავისებური ვიზუალი შეინარჩუნა და ფარებისა თუ ბამპერის განლაგებას დიზაინერული ევოლუციაც კი შეიძლება ეწოდოს. მწარმოებელი ვარაუდობს, რომ სიახლე Juke-ის თაყვანისმცემლებს აუცილებლად მოეწონებათ.

კროსოვერი CMF-B-ის პლატფორმაზეა აწყობილი და ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილს 1,0 და 1,3 ლიტრის მოცულობის მქონე ძრავების ვარიაცია ექნება. ასევე შესაძლებელია 1,5 ლიტრის დიზელიც, რომელიც 200 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g