LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan Maxima – ბიზნეს კლასის სპორტული სედანი

ბიზნეს კლასის სპორტული სედანი – სწორედ ასეთი უნიკალურია  4 კარიანი სპორტული ავტომობილი Nissan Maxima.

როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, Nissan-ს ასეთი სწრაფი და კომფორტული ავტომობილი ჯერ არ ჰყოლია. 3,5 ლიტრიანი V6 ძრავი 300 ცხენის ძალის სიმძლავრით თქვენს მოლოდინს, ვფიქრობ, აუცილებლად გადააჭარბებს.

Maxima-ს წინა ბუმერანგის ფორმის ფარები და დახრილი სახურავის ფორმა Nissan-ის ბრენდის დიზაინის ახალ სტილზე მეტყველებს. ამ მოდელს ორიგინალური ინსტრუმენტების პანელი და უმაღლესი ხარისხის ტყავის სავარძლები ინტერიერს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

რაც შეეხება Maxima-ს თანამედროვე ტექნოლოგიებს, თქვენს განკარგულებაშია წინა და უკანა პარკინგის სენსორები, უკანა ხედვის კამერა, ფერადი ეკრანი, ნავიგაცია და სხვა ოფციები.

უგასაღებოდ ავტომობილის გაღებასთან ერთად, Maxima ასევე ერთი საინტერესო ოფციით არის აღჭურვილი – თქვენ მისი დაქოქვა შორიდანაც შეგიძლიათ, მაშინ, როდესაც ავტომობილში ჯერ არც კი იმყოფებით.

 

გადაცემის ჩანაწერი