LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan მძღოლებს გაუწყლოების შესახებ გააფრხილებს

92

კომპანია Nissan-მა ჰოლანდიურ დიზაინ-ბრენდ Droog-თან ერთად შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც მძღოლს გაუწყლოების შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას. სპეციალური საფარი სახელწოდებით Soak, რომელიც ოფლის მიმართ მგრძნობელობით გამოირჩევა ქროსოვერ Juke-ზე გამოსცადეს, ის საჭესა და მძღოლის სავარძელზე დაიტანეს.

კვლევების თანახმად, რომელიც ბრიტანული ლაფბოროს უნივერსიტეტმა ჩაატარა, მძღოლების ორი მესამედი გაუწყლოების სიმპტომებს ვერ აღიქვამს: პირის სიმშრალე, დაღლილობა, შენელებული რეაქცია, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

გაუწყლოებისას, როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, მძღოლები გზაზე ორჯერ მეტ შეცდომას უშვებენ, ანუ იგივე რაოდენობას, რასაც სისხლში ალკოჰოლის 0.08%-იანი შემცველობისას.

ამასთან, ის ადამიანები, რომლებიც ნახევარ ლიტრ წყალს სვამენ რაიმე ისეთი დავალების შესრულებისას, რასაც კონცენტრირება სჭირდება, თავს 14%-ით უკეთ ართმევენ, ვიდრე ისინი, ვისაც წყალი არ მიუღია.

იმისათვის, რომ მძღოლები სითხის არასაკმარისი რაოდენობის შესახებ გააფრთხილონ, Nissan-მა და Droog-მა სპეციალური საფარი გამოიგონეს, რომელიც ფერის შეცვლის ხარჯზე შესაძლო გაუწყლოების შესახებ შეატყობინებს მძღოლს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები