LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan სელფის მოყვარულებისთვის სპეციალურ მანქანას შექმნის (ფოტოები)

115

კომპანია Nissan-მა კონცეპტ-ქარის ესკიზები გამოაქვეყნა, რომლის სალონის დიდი ნაწილი დისპლეისგან არის დამზადებული.

მანქანის ოფიციალური პრეზენტაცია 30 ოქტომბერს ტოკიოს ავტოსალონში შედგება. სიახლის ავტორების თქმით, ეს იქნება მანქანა თანამედროვე ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც სმარტფონები და სელფი განუყოფელი ნაწილია. ტრადიციული გადამრთველებისა და ღილაკების არარსებობა მათ იმით ახსნეს, რომ სურთ, მანქანის შიდა სივრცე გააფართოვონ. ამიტომ, მაგალითად მასში კოდიცირების ჩართვა ხმით იქნება შესაძლებელი.

კონცეპტ-ქარი აღჭურვილია LED-ეკრანებით. მანქანას Teatro for Dayz ჰქვია და მისი სერიული წარმოება ამ დროისთვის არ იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები