ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, მუკაშ ამბანის 61 წლის მეუღლე, ნიტა ამბანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
ის ინდური მოდის ბრენდის Manish Malhotra-ს გლამურულ წვეულებას დაესწრო, სადაც მეტალისფერი კაბითა და ქარიზმატული სილამაზით ბრწყინავდა. თუმცა ნიტას ლუქის მთავარი „ვარსკვლავი“ მისი ბრილიანტებით მოჭედილი „ბირკინის“ ჩანთა აღმოჩნდა, რომლის ღირებულებაც ორი მილიონი დოლარია.
ეს ჩანთა არ არის ჩვეულებრივი „ბირკინი“, კონკრეტულად ეს მოდელი Hermès Sac Bijou Birkin მხოლოდ სამ ეგზემპლარად არსებობს მთელ მსოფლიოში. ის შექმნილია პიერ ჰარდის მიერ 2012 წელს და დამშვენებულია 111 კარატიანი 3,025 ბრილიანტით.
ჩანთა იმდენად უნიკალურია, რომ რეალურად არ არის განკუთვნილი ნივთების შესანახად, იგი თავად არის სამკაული, თითქოს სამაჯურისა და ჩანთის შერწყმა.
„სოთბის“ მონაცემებით, ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული „ბირკინის“ მოდელია, მისი ფასი დაახლოებით 1.67 მილიონ ფუნტს, დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს.
ნიტა ამბანიმ თავისი იშვიათი ჩანთა შეუხამა გულის ფორმის, კოლუმბიური ზურმუხტებით მორთული საყურეებს და შესაბამის სამაჯურს, რაც მის გამოსვლას ნამდვილ სამეფო ბრწყინვალებას სძენდა. და თუ ნიტა ამბანის მთელ ლუქს შევაჯამებთ, ამ თანხით, როგორც ამბობენ, ინდოეთის რამდენიმე სოფელს შიმშილისგან იხსნიდა.
აზიის ყველაზე მდიდარი ქალბატონი „პოპკორნის“ ჩანთით, რომელიც 30 ათასი დოლარი ღორს


