კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის” ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა.
ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ზოგის კი საშუალო სიმძიმისაა.
კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია
„დაახლოებით 2 საათის წინ, ერთდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაცვალა. 4 ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა“,-აღნიშნავს რამიშვილი.