LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკი 2024 წელსაც მილიონერთა ქალაქია – Henley & Partners-ის კვლევა

171
ნიუ-იორკი

2024 წლის კვლევის თანახმად, რომელიც საკონსულტაციო კომპანიამ Henley & Partners-მა New World Wealth-თან თანამრომლობით აწარმოა, ნიუ-იორკი მილიონერთა რაოდენობით ლიდერობს. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში 359 500 მილიონერი და 60 მილიარდერი ცხოვრობს. მათი საერთო ქონება $3 ტრილიონს აღემატება, რაც ბრაზილიის, იტალიისა და კანადის მთლიან შიდა პროდუქტზე მეტია.

ბოლო ათწლეულში მილიონერთა რაოდენობა 82%-ით გაიზარდა სან-ფრანცისკოს ყურეშიც და 305 700 ადამიანს მიაღწია. ანგარიშის თანახმად, სან-ფრანცისკოს ყურე მილიარდერთა რაოდენობითაც ლიდერობს – აქ 68 მილიარდერი ცხოვრობს.

მესამე ადგილზე იაპონიის დედაქალაქი მოხვდა. ტოკიოში მილიონერ მოსახლეთა რაოდენობა ამჟამად 298 300 ადამიანს შეადგენს.

ათეულში ასევე მოხვდნენ: სინგაპური (244 800 მილიონერი, 30 მილიარდერი), ლონდონი (227 000 მილიონერი, 35 მილიარდერი), ლოს-ანჯელესი (212 100 მილიონერი, 43 მილიარდერი), პარიზი & ილ-დე-ფრანსი (165 000 მილიონერი, 23 მილიარდერი), სიდნეი (147 000 მილიონერი, 20 მილიარდერი), ჰონგ-კონგი (143 400 მილიონერი, 35 მილიარდერი) და პეკინი (125 600 მილიონერი, 42 მილიარდერი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g