LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკი „ტესლას“ ელექტროქარებზე 12 მილიონ დოლარს დახარჯავს

39
teslanews

ნიუ-იორკის ადმინისტრაციული სამსახურების დეპარტამენტი კომპანია „ტესლას“ 12,4 მილიონ დოლარიან კონტრაქტს შესთავაზებს. ნაყიდ ავტომობილებს სხვადასხვა სამსახურებს დაურიგებენ, მათ შორის პოლიციის დეპარტამენტსაც. ზუსტად რამდენი ელექტროქარის ყიდვა იგეგმება უცნობია, სავარაუდოდ საუბარი 200-300 მოდელზეა.

კონტრაქტისთვის ხელის მოწერამდე საჯარო მოსმენა უნდა გაიმართოს და თუკი შეთანხმება შედგება, მწარმოებელს მთავრობის უზრუნველყოფისთვის 5 წლიანი ვადა მიეცემა. ამასთან, ამერიკელებს დღესდღეობით ძალიან უჭირთ ახალი „ტესლების“ ყიდვა, რადგან კომპანიამ არასაკმარისი კომპონენტების გამო წარმოება მკვეთრად შეამცირა. ამ პრობლემამ მეორად ავტომობილებზე ფასების ზრდაც გამოიწვია.

რაც შეეხება ნიუ-იორკის პოლიციას, სამართალდამცავები უკვე აქტიურად იყენებენ Model 3-ს და ავტოპარკის განახლებაზეც უარს ნამდვილად არ იტყვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g